среда, 11 июня 2014 г.

ოფისის მენეჯერი

ოფისის მენეჯერი ორგანიზებას უწევს და ზედამხედველობს ოფისის გამართულ მუშაობას. ის ასრულებს მთელ რიგ ადმინისტრაციულ და საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სამუშაოებს. ის შესაძლებელია მცირე ბიზნესში მარტო მუშაობდეს ან დიდ ორგანიზაციებში ზედამხედველობდეს რამოდენიმე თანამშრომლის მუშაობას. ოფისის მენეჯერის საქმიანობა ორგანიზაციის სახეობის მიხედვით მეტ–ნაკლებად განსხვავებულია, თუმცა მისი მთავარი მოვალეობაა ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. ოფისის მენეჯერს ზოგ დაწესებულებაში შესაძლოა ოფისის ადმინისტრატორიც ერქვას. მისი ძირითადი ფუნქციებია: საოფისე ტექნიკის გამოყენება, მიმოწერა, ელ–ფოსტა, მონაცემთა ბაზები, დოკუმენტების მოწესრიგება, მიმდინარე ხარჯების აღრიცხვა, ოფისის უზრუნველყოფა საკანცელარიო და სახარჯი მასალით, ოფისის მდგომარეობის კონტროლი, შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება, ზოგ შემთხვევაში ოქმის შედგენა, ახალი თანაშრომლისა და უცხო პირების მიღება, კონსულტირება, თანამშრომელთა გამოხცადება/წასვლის და შრომის დისციპლინის ზედამხედველობა, რეაგირება კლიენტების მოთხოვნებსა და წერილებზე, თანამშრომელთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მათი დაწინაურების ხელშეწყობა, კონფერენციებსა და ტრეინინგებზე დასწრება; ოფისის მენეჯერი ორგანიზაციის სახეს წარმოადგენს და ბიზნესის იმიჯი და კლიენტთა კეთილგანწყობა ხშირად მის პროფესიონალიზმზე, პიროვნულ მომხიბვლელობასა და თვისებებზეა დამოკიდებული.

Комментариев нет:

Отправить комментарий